ცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის ნაწილობრივ ტერიტორიებს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ოთხი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება: ამბროლაურის რაიონი, ლენტეხის რაიონი, ონის რაიონი და ცაგერის რაიონი. რაჭას ჩრდილოეთით სვანეთი და კავკასიონის მთავარი ქედი, აღმოსავლეთით სამაჩაბლო, სამხრეთით იმერეთი, ჩრდილო-დასავლეთით კი ლეჩხუმის ქედი ესაზღვრება. ლეჩხუმს ჩრდილოეთით ქვემო სვანეთი, დასავლეთით სამეგრელო, სამხრეთით იმერეთი ესაზღვრება. ქვემო სვანეთი ცხენისწყლის ზემო დინებას მოიცავს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი) სამხრეთიდან-ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან-რაჭა, ხოლო
დასავლეთიდან სამეგრელო და ზემო სვანეთი ესაზღვრება.
კლიმატი:
რაჭაში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. რაჭის ყველაზე მაღალ ადგილებში (2000 მეტრის ზემოთ) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა. ლეჩხუმში ჰავა სიმაღლის მიხედვით იცვლება: ზღვის ნოტიო სუბტროპიკულს ცვლის ზომიერად ნოტიო და მაღალმთის ჰავა, რომელსაც მუდმივი თოვლი და მყინვარები განაპირობებს. ქვემო სვანეთიც უქარო, ზომიერად ნესტიანი ჰავითა და ყინვებით ხასითდება. ნალექიანობასა და ტემპერატურაზე გავლენას ახდენს ზღვის დონიდან არსებული მაღალი სიმაღლე.
კულტურა და ტრადიცია:
რაჭა-ლეჩხუმის მაღალ განვითარებულ კულტურაზე ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები და ყოფა-ცხოვრების დახვეწილი წესები მიუთითებენ. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა შრომისმოყვარეობით, ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და სიმღერის ნიჭით გამოირჩევა. აქ ცოცხალია მევენახეობა-მეღვინეობის ისეთივე არქაული წესები, როგორსაც ძველი ბერძნული და რომაული თხზულებები აღწერენ: რთველის სამზადისი, ყურძნის კრეფისა და დაწურვის წესები, ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ხელოვნება. დღესაც არსებობს ღვინის მარნები, საწნახელები, მრავალნაირი საღვინე ჭურჭელი და ხელსაწყოები. აქ ვაზის 60-მდე ადგილობრივი ჯიში გამოუყვანიათ. ყველაზე განთქმული ხვანჭკარის ღვინოა, რომლის ყურძენიც მხოლოდ სოფელ ხვანჭკარის ნაყოფიერ მიწებზე იზრდება. მხოლოდ ხვანჭკარაში დაწურულ ღვინოს აქვს ხვანჭკარისათვის დამახასიათებელი არომატი და გემო. XIX ს-ში რაჭაში ჩამოსხმული ღვინოები ევროპის ცნობილ გამოფენებზე გაჰქონდათ. მაშინდელი ჯილდოები ახლაც ინახება არქივებსა და მუზეუმებში. რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობამ მევენახეობა, მეფუტკრეობა, რძის პროდუქტების წარმოება, მესაქონლეობა და მებაღეობა განავითარა. ძველად მარცვლოვანი კულტურები და აბრეშუმის ჭია გამოჰყავდათ. მაღალმთიან რაჭაში აგებდნენ სვანური კოშკების მსგავს დუროიან ანუ სათოფურიან სახლებს, რომლებიც როგორც საცხოვრებლად, ასევე თავდასაცავად გამოიყენებოდა. რაჭველები და ლეჩხუმლები კარგი მეთევზეები, მონადირეები და ხეზე ჭრის უბადლო ოსტატები იყვნენ. ზამთრის პერიოდში სპილენძის ჭურჭელს, სამჭედლო ნივთებს და ხის ავეჯს ამზადებდნენ. საკვარცხული - ოჯახის უფროსის სავარძელი იყო. ეთნოგრაფიულ ყოფაში დღემდე შემოინახა მრავალხმიანი სიმღერები და საგალობლები, ხალხური რიტუალები და წეს-ჩვეულებები.
სამზარეულო:
რაჭველები, ლეჩხუმლები და სვანები საოცრად სტუმარმოყვარე ხალხია. მხოლოდ მათთვის დამახასითებელი სიდინჯით, მასპინძლები სუფრას აწყობენ და სტუმრებს უამბობენ თავიანთი კუთხის ამბებსა და ლეგენდებს. სტუმრებს უგემრიელესი კერძებითა და სახლში დაწურული შესანიშნავი ღვინით უმასპინძლდებიან. რაჭა-ლეჩხუმში განსაკუთრებული კერძები და საკვებია: ლობიო, ლორი, ლობიანი (ლობიოს გულიანი პური), ხაჭაპური, საცივი, ღომი, მჭადი, ყველი, მაწონი, პური, მწვანილეული, ფხალი, თევზი, ფრინველის, საქონლისა და ღორის ხორცის კერძების მრავალსახეობა, ბოსტნეული, თაფლი, ხილი, ჩირი, მურაბა და სხვა. ცნობილი კერძი - “შქმერული”, თავისი წარმოშობით, რაჭის სოფელ შქმერს უკავშირდება. კერძების უმრავლესობა თიხის ჭურჭელში მზადდებოდა და ლამაზად იყო გაფორმებული.
კურორტები:
უწერა: ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთის ჰავის გარდა, მნიშვნელოვანია სამკურნალო-მინერალური წყალი “უწერა”. სწორედ მინერალურ წყლის მეშვეობით გახდა უწერა ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში შემოინახა ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც “სიონად” მოიხსენება, წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია და სოფლის მახლობლად მდებარე ციხისა და სამი ეკლესიის ნანგრევები. უწერას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს არაჩვეულებრივი პეიზაჟები და მარადმწვანე ტყეები. განსაკუთრებით საინტერესოა უწერის რვაასწლიანი ურთხელის ხეების უნიკალური ხეივანი.
შოვი: რაჭის ულამაზესი და მნიშვნელოვანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მთის ჰავა, განუმეორებელი ბუნება და მინერალური წყლები დასვენების საუკეთესო საშუალებაა. დასახლება მამისონის უღელტეხილის ძირას მდებარეობს. გარშემორტყმულია მყინვარებითა და თოვლიანი მწვერვალებით.
ღები: ზღვის დონიდან 1350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში აღმართულია მთავარანგელოზის ეკლესია, აქვე შუა საუკუნეებით დათარიღებული რამდენიმე ძეგლი მდებარეობს. სოფელი და მისი შემოგარენი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რაც არქეოლოგიური გათხრების შედეგებითაც დასტურდება. განსაკუთრებით საინტერესოა ძვ. წ. III-I სს-ის ორმო-სამარხები, სადაც ოქროს სამკაულები, სტილიზებული ცხოველების გამოსახულებიანი ბრინჯაოს ბალთები და ვერცხლის ხარის თავის ქანდაკება აღმოჩნდა. როგორც ჩანს ხარის კულტი ოდესღაც რაჭაშიც არსებობდა. ღებში ნაპოვნია ძვ.წ. XVI-X სს-ის მეტალურგიული კერები და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორა სამარხები, რომელთაც რაჭველები “გოგრიჭიანთ ნატეხებს” უწოდებენ. რაჭაში ღები ერთადერთი კოშკური დასახლება იყო, მაგრამ მიწისძვრებმა კოშკების უმეტესობა დააზიანა და მხოლოდ რამდენიმე კოშკი შემოინახა.
ჭიორა: მაღალმთიანი რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე 1360 მეტრის სიმარლეზე მდებარეობს. სოფელი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნუიდან მოიხსენიება. შუა საუკუნეებში იგი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული და მრავალი თავდაცვითი ნაგებობაც ჰქონია. დღეს მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი კოშკი და ორი მცირე ზომის ეკლესია შემორჩა. ჭიორა, ღები და ონი ჩრდილო კავკასიის გადასასვლელებთან მდებარეობს. მიუხედავად რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, აქ თავს იყრიდა ჩრდილო კავკასიიდან, ქართლიდან, ქვემო რაჭიდან, იმერეთიდან და სვანეთიდან მომავალი სავაჭრო გზები.
ბარდნალა: ლეჩხუმის ერთი პატარა სოფელია, რომელიც ცნობილი გახადა ქართველების საყვარელი პოეტის, ლადო ასათიანის ლექსებმა. ლადო ასათიანის სახლი ბარდნალაში მდებარეობს და ისეთივე ხიბლი აქვს, როგორც XX ს-ის დასაწყისში. მოჩუქურთმებული აივნები, ხის კიბეები, კრამიტის სახურავები და ლამაზი ეზოები. სახლ-მუზეუმში ლეგენდად-ქცეული პოეტის ნივთები და გამოცემები ინახება. ბარდნალაში ყოველ ზაფხულს ლადო ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული - “ლადოობა” იმართება.
შაორის წყალსაცავი: საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში მდებარეობს. იგი განლაგებულია კავკასიონის დათოვლილი მთებით გარშემორტყმულ ტყიან უბეში. შაორის გარშემო განლაგებულია რაჭის უძველესი სოფლები: ნიკორწმინდა, ჩელიაღელე, თლუღი, ადმინისტრაციული ცენტრი ამბროლაური და სხვა... შაორი გამორჩეულია მდიდარი ფლორითა და ფაუნით, მდინარეებით, ჩანჩქერებით, უღრანი ტყეებით, კასტრული მღვიმეებითა და სამკურნალო წყლებით. შაორი, მისი უნიკალური კლიმატის გამო შესანიშნავი ზაფხულის კურორტია. ზომიერად ცხელი ზაფხული, იდეალურად სუფთა ჰაერი და თავად შაორის ტბა. ზამთრის პერიოდში კი მაღალი მთების ფერდობები შაორს მიმზიდველ ზამთრის კურორტად აქცევს.
50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს. თბილისიდან ხეობის მიმართულებით დაახლოებით 160-170 კმ-ია სავალი და ერთ დღეში მაღალი გამავლობის ტრანსპორტით ძირითადი ძეგლების მონახულება შესაძლებელია.
„ამბიონი“ ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ.
გიორგი დვალაშვილი (გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი): “მდ. ძამას ხეობა, რომელიც წარმოადგენს მდ.მტკვრის მარჯვენა შენაკადს, ქალაქ ქარელთან უერთდება. სიგრძე დაახლოებით 40 კმ.-ია.მდინარის აუზის ფართობი გახლავთ 340 კვ. კმ. და აღემატება აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობს (აბაშის მუნიციპალიტეტის ფართობი 322 კვ.კმ.). მდინარე სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან, დაახლოებით 2150 მ. სიმაღლიდანდა უერთდება რამდენიმე მდინარე, მათ შორის ტყემლოვანის წყალი – ერთ–ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, სათიბე და ბატეთის წყალი.
ძამას ხეობა საინტერესო გეოგრაფიულ და ბუნებრივ პირობებში მდებარეობს. ამ ხეობაში ძლიერი ქარი არ ქრის, ჩაკეტილი ხეობაა და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე ზღვის დონიდან ზოგიერთ ადგილას 2 000 მეტრამდეც აღწევს,ბუნებრივი პირობები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს ტერიტორია მჭიდროდ დასახლებული ყოფილიყო. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი ნასახლარი, თუ ნაეკლესიარი, რომლის საფუძველზეც ეს ხეობააღორძინდა. ბოლო პერიოდში აქ იმდენად მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს,შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ეს ხეობა ყველაზე მეტადაა გამორჩეული ისტორიული ძეგლებით, აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესიების რაოდენობით. ტაძრების ნაწილი აღდგენილია ძველ ისტორიულ ადგილას.
სოფელ ორთუბნის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკი და დედათა მონასტერი, რომელიც ფუნქციონირებს. გვერძინეთის ტერიტორიაზე აღდგენილია უძველესი ეკლესია-მონასტრები. აღსანიშნავია ელბაქიანის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სარკინეთის მონასტერი, რომელიც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით კლდეშია გამოკვეთილი და დღეს აქ წირვა-ლოცვა აღევლინება. სარკინეთის მსგავსი მტკიცე ქანებში გამოკვეთილ გამოქვაბულშიარსებული ტაძარი საქართველოში არ გვხვდება.
გიორგი დვალბევრი ტაძარი, რომელიც დღეისათვის ამ რეგიონში ფუნქციონირებს, იმეორებს ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების სახელებს.
მაგალითად, აქ გვხვდება ტბეთის ეკლესია, რომელიც ყინწვისიდან 20 კმ.–ითაა დაშორებული.აქ არის ბანას, ოპიზას, შატბერდის ტაძრები, რომლებიც ფუნქციონირებენ და სამონასტრო კომპლექსებს წარმოადგენენ. არქიტექტურული თვალსაზრისით ეს ძეგლები განსხვავებულია. ტოპონიმები, რომელიც ტაო–კლარჯეთის ტერიტორიაზე გვხვდება, ამ ხეობაში ადრე არ ფიგურირებდა და დღეს ქართველებში გარკვეულ სიამაყეს აღძრავს.
გამორჩეულია ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდ. ტყემლოვანასხეობაში მდებარეობს. აქ მცირე ნასახლარები იყო, დღეისათვის კი დიდი მონასტერია. მიმდინარე წლის ზამთარში აქ სენაკები დაიწვა და საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა სამონასტრო კომპლექსს, თუმცა დაწყებულია ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები. ქოზიფას კომპლექსის მთლიანი გეგმა საამაყოა და მალე ერთ–ერთი გამორჩეული კომპლექსი იქნება მთელ საქართველოშიაშვილი (გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 მ-იდან 5000 მ-ის ფარგლებში იცვლება. შედარებით დაბალ ზონაში (1700 მ-ის ფარგლებში) ზომიერი ნოტიოა. ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული — გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა — 800 მმ. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-ის ფარგლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C-მდე ეცემა, ხოლო ნალექიანობა 1160 მმ-ს აღწევს. 3600 მ-ზე მაღლა ნივალური ზონაა გავრცელებული.[1]
ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. მუნიციპალიტეტი მდიდარია ტბებით. აღსანიშნავია ყელიცადის ტბა, არჩვების ტბა და სხვა. მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კმ²). მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეტისა და დევდარაკის მყინვარები.[1]
2014 წლის მდგომარეობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 3 795 ადამიანი. მუნიციპალიტეტში 47 დასახლებული პუნქტია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინდუსტრიული საწარმოები არ არის.[1]
მუნიციპალიტეტში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეა თოვლის ზვავები, ღვარცოფი, წყალდიდობა და მდინარეთა ნაპირების წარეცხვა. მეწყრული მოვლენებიმუნიციპალიტეტში ნაკლებადაა გავრცელებული. სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ღვარცოფები მდინარეთა მაღლა წელში იცის და ძირითადად სათიბ-საძოვრებს აზიანებს. წყალდიდობის ზონაში კი ძირითადად სოფელი კარკუჩა ხვდება
ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებით, მყინვარებითა და მინერალური წყაროებით. აქაური მდინარეები მოკლეა (თერგისგამოკლებით), თუმცა მათ სწრაფი დინება ახასიათებთ და გამჭვირვალე წყლით გამოირჩევიან. ზოგიერთ მდინარეზე გვხვდება საკმაოდ მაღალი და ლამაზი ჩანჩქერები. ტბებს მყინვარული ან ვულკანური გენეზისი აქვთ და ხასიათდებიან მცირე ფართობითა და ხშირად საყურადღებო სიღრმით.
მყინვარებს ახასიათებს უკუსვლა, ფართობის შემცირება, გაპობა და სხვ. ზოგიერთი მათგანი ხეობურიდან ცირკულ მყინვარად იქცა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბევრია მინერალური წყაროებიც. არის დიდდებიტიაანი წყლებიც.
მთავარი მდინარეა თერგი, რომლის სიგრძე აქ 85 კმ-მდეა. სათავეს იღებს ხოხის ქედის მყინვარებში. სათავიდან შესართავამდე თერგის სიგრძე 623 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი — 43200 კმ². საშუალო წლიური ჩამონადენია — 9,6 კმ³. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდინარე თერგის მთავარი შენაკადებია: ამალი, დევდარაკი, თეფიდონი, ჩხერი, ჩხატი, სუათისი, მნაისისწყალი, ქესია, რესისწყალი, ყაბახი, ჯიმარისწყალი (მარცხ.); ესიქომი, არმხი, არხადონი, ბიდარა, დესიკომიდონი, ხდისწყალი, სნოსწყალი (მარჯვ.).
აღნიშნული მდინარეებიდან ყველაზე მეტი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობა გააჩნიათ მდინარეებს: სნოსწყალს, ხდისწყალსა და ჩხერს.
სნოსწყალი იწყება ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მის სათავეს წარმოადგენენ მდინარეები ჯუთისწყალი (სიგრძე 13 კმ) და ქვენამთისწყალი (სიგრძე 4 კმ). სნოსწყლისა და მისი ორი მდგენელის ერთიანი სიგრძე თითქმის 45 კმ-ია. მდინარის ნიშნული სოფელ სნოსთან 1760 მ-ია, ახალციხესთან 1800 მ. მთავარი შენაკადებია: შინოსწყალი და ართხმოსწყალი.
მდინარე ხდისწყალი (სიგრძე 19 კმ) და მისი სათავეები მდებარეობენ მყინვარ კიბიშზე.
მდინარე ჩხერი (სიგრძე 10 კმ) იწყება ორწვერის ქედზე, მწვერვალ შავნაბადას კალთებზე, ზღვის დონიდან 3565 მ-ზე.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება აგრეთვე მდინარე მთიულეთის არაგვი.
მუნიციპალიტეტში უხვადაა ტბებიც და მათ ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალი მდებარეობა აქვთ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდია ვულკანური ყელიცადის ტბა, რომლის უდიდესი სიღრმეა 13,9 მ.
აღსანიშნავია ასევე არჩვების ტბა, რომელიც განლაგებულია ყელის ზეგანზე, ზღვის დონიდან 3078 მ-ზე. სიღრმე დაახლ. 6 მ. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაგვისთავის 3 ტბა, რომელთაგან ყველაზე დიდა ქვემო არაგვისთავის ტბა (ფართობი 0,07 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,5 მ).
მუნიციპალიტეტში ფართოდაა წარმოდგენილი მყინვარებიც. ყველაზე ფართო გამყინვარებით ხასიათდება მყინვარწვერის მასივი (ფართობი დაახლოებით 80 კვ.კმ). მყინვარწვერიდან ეშვება საკმაოდ ბევრი მყინვარი მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია გერგეტისა და დევდარაკის მყინვარები.
გერგეტი მდებარეობს მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მისი სიგრძე 7 კმ-ს ჭარბობს, ფართობი კი საკმაოდ ცვალებადია (მაგ., 1970-იანი წლების ბოლოსათვის გერგეტის ფართობი უდრიდა 11 კვ.კმ-ს, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს მისი ფართობი განისაზღვრებოდა 7 კვ.კმ-ით). იგი დაკიდული ხეობის ტიპისაა.
დევდარაკი მდებარეობს მდინარე ყაბახის სათავეში. აქვს 7 კმ სიგრძე და 7,6 კვ.კმ ფართობი. იგი ძირითადად ცნობილია თავისი პულსაციური მოქმედებით, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. იგი მიეკუთვნება ხეობის ტიპის მყინვარს. დევდარაკი ფრიად ლამაზი ლანდშაფტებით ხასიათდება. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის უფრო მცირე მყინვარებიც მ.შ. სუათისი, მნა, კიბიში, აბანო, ჩათა, შავანა, რესი და ა.შ.
მდინარე ერეთოსწყალზე (მთიულეთის არაგვის შენაკადი) ეშვება ჩანჩქერი „ერეთო“, რომელსაც აქვს 45 მ სიმაღლე. აღსანიშნავია ასევე არშის წყალვარდნილი, რომელზედაც არსებობს საკმაოდ საინტერესო ლეგენდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია ასევე მინერალური წყლებიც. დიდდებიტიანი ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით გამოირჩევა თრუსოს ხეობა. ამას გარდა ხეობაში არის ტრავერტინის მძლავრი დანაგროვები. მნიშვნელოვანია ასევე ბიდარის ხეობაში არსებული წყლები
რაჭა
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის ნაწილობრივ ტერიტორიებს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ოთხი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება: ამბროლაურის რაიონი, ლენტეხის რაიონი, ონის რაიონი და ცაგერის რაიონი. რაჭას ჩრდილოეთით სვანეთი და კავკასიონის მთავარი ქედი, აღმოსავლეთით სამაჩაბლო, სამხრეთით იმერეთი, ჩრდილო-დასავლეთით კი ლეჩხუმის ქედი ესაზღვრება. ლეჩხუმს ჩრდილოეთით ქვემო სვანეთი, დასავლეთით სამეგრელო, სამხრეთით იმერეთი ესაზღვრება. ქვემო სვანეთი ცხენისწყლის ზემო დინებას მოიცავს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი) სამხრეთიდან-ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან-რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემო სვანეთი ესაზღვრება.